ღორის 2,5%-იანი პრემიქსი შეიცავს ღორის განვითარებისათვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მინერალს. ის გამდიდრებულია ამინომჟავებით. პრემიქსს დამატებული აქვს არომატიზატორი ვანილის სახით, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის საკვებს. გამოყენება რეკომენდირებულია 30 კგ და მეტი წონის მქონე ბურვაკებისა და ღორებისთვის.
პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური შემრევების მქონე ფერმერებისა და საკვებ დამამზადებლებისთვის.
მზა საკვების დასამზადებლად საჭირო რეცეპტებისთვის მიმართეთ ინტრაკოს ოფიციალურ დისტრიბუტორს.