ლეიერის 0,25%-იანი პრემიქსი

მეკვერცხული ქათმის 0,25%-იანი პრემიქსი მაღალკონცენტრირებული პროდუქტია. 

მისი გამოყენება მიზანშეწონოლია შესაბამისი ხარისხის შემრევი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში. 

პროდუქტი უნივერსალური რეცეპტითაა შექმნილი, შესაბამისად მისი გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ქათმის მზა საკვების დამზადება. 

მწარმოებელი – Intraco Ltd. N.V.

მწარმოებელი ქვეყანა – ბელგიის სამეფო. 

დაფასოება – 25 კგ-იანი ტომარა. 

ანოტაციის ჩამოტვირთვა

აღწერა

მეკვერცხული ქათმის 0,25%-იანი პრემიქსი საჭირო ვიტამინებისა და მინერალების იდეალური ნაზავია. თითოეული ელემენტი მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან. აღნიშნული პრემიქსით შესაძლებელია დამზადდეს უზადოდ დაბალანსებული საკვები ნებისმიერი ასაკის მეკვერცხული ქათმისთვის.

პრემიქსი მაღალკონცენტრირებული პროდუქტია, შესაბამისად მისი გამოყენება მიზანშეწონილია იმ ფერმერებისა და საკვებ მწარმოებლებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია შესაბამისი ხარისხის საკვების შემრევი მოწყობილობები.

მზა საკვების დასამზადებლად საჭირო რეცეპტებისთვის მიმართეთ ინტრაკოს ოფიციალურ დისტრიბუტორს.