PL68 – მცენარეული პროტეინის წყარო
75,00 ₾
PL68 მცენარეული ნედლეულის გამოყენებით დამზადებული მაღალ პროტეინიანი ნაზავია.
მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ცხოველისა თუ ფრინველის საკვების დასამზადებლად.
პროტეინის შემცველობა – მინიმუმ 72%.
PL68 ნებისმიერი სხვა პროტეინის წყაროს იდეალური ალტერნატივაა.
მწარმოებელი – Intraco Ltd. N.V.
მწარმოებელი ქვეყანა – ბელგიის სამეფო
შეფუთვა – 25 კგ-იანი ტომარა
საინფორმაციო ბუკლეტის ჩამოტვირთვა
PL68 უნიკალური პროდუქტია, რომელიც იწარმოება ექსკლუზიურად ინტრაკოს მიერ. ის წარმოადგენს ბოსტნეულის ნარჩენების გადამუშავების გზით მიღებულ მასას, რომელიც შეიცავს 72% ნედლ პროტეინს.
PL68 მდიდარია სხვადასხვა სახის ამინომჟავებით. მნიშვნელოვანია, რომ მაღალია მისი ენერგეტიკული ღირებულებაც.
ცხოველთა საკვების წარმოებისას უმნიშვნელოვანესი პარამეტრია საჭირო რაოდენობის პროტეინის მიღება. ამ მიზნის მიღწევისას ამავდროულად გასათვალისწინებელია თუ რამდენად იოლად ათვისებადია პროტეინი და რამდენად ხელმისაწვდომია მისი ღირებულება. როგორც წესი ამ დროს საკვების მწარმოებლებს ფართო არჩევანი არ აქვთ.
PL68 დღეს ბაზარზე არსებული პროდუქტების (სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი და ა.შ.) მეტად საინტერესო ალტერნატივაა, როგორც ფასით, ასევე მონელების სიმარტივით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ინტრაკოს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.