Himmvac Dalguban N Plus – ცოცხალი ვაქცინა

ცოცხალი მშრალად გაყინული ვაქცინა ნიუკასლის დაავადების საწინააღდეგოდ. 

შემადგენლობა – ნიუკასლის დაავადების ვირუსის VII გენოტიპი, შტამი KBNP-C4152R2L.

VII გენოტიპი ფარავს აქამდე აღმოჩენილ ყველა შტამს, მათ შორის ლასოტას. 

მწარმოებელი – KBNP inc.

მწარმოებელი ქვეყანა – სამხრეთ კორეა

შეფუთვა – 2000 დოზიანი ფლაკონი

ანოტაციის ჩამოტვირთვა

ვაქცინაციის პროგრამის ჩამოტვირთვა

აღწერა

Himmvac Dalguban N Plus ცოცხალი მშრალად გაყინული ვაქცინაა ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგოდ.

პროდუქტი წარმოებულია სამხრეთ კორეაში კომპანია KBNP-ს მიერ. ის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე. 

შემადგენლობა:

  • ნიუკასლის დაავადების ვირუსი – VII გენოტიპი, შტამი KBNP-C4152R2L

რა არის VII გენოტიპი?

ნიუკასლის დაავადების ვირუსის VII გენოტიპი პირველად აღმოაჩინეს კომპანია KBNP-ს ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებმა სამხრეთ კორეაში. ის ბევრად უფრო ძლიერ მოქმედია ვიდრე აქამდე ცნობილი გენოტიპები და შტამები. მისი ყველაზე მწვავე გავრცელების კერებია აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია, ასევე თურქეთი და ამიერკავკასია; მათ შორის საქართველო. 

VII გენოტიპის ვაქცინა ფარავს აქამდე გავრცელებული შტამებიდან ყველას, მათ შორის შტამ ლასოტას. 

აღსანიშნავია, რომ KBNP დღემდე ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს VII გენოტიპის საწინააღმდეგო ვაქცინას. 

Himmvac Dalguban N Plus საბოლოო გამარჯვებაა ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გამოყენების გზები:

გამოიყენება ჯანმრთელი ფრინველის ვაქცინაციისთვის სასმელ წყალში შერევის გზით. 

  • შესხურების მეთოდი
  • თვალში ჩაწვეთების მეთოდი
  • სასმელ წყალში შერევის მეთოდი

გამოყენების დეტალური ინსტრუქციები იხილეთ ანოტაციაზე და ეტიკეტზე ან მიმართეთ KBNP-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში – შპს ინტრაკო ნუტრიშენს. 

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე და ანოტაციაზე მითითებულ რეკომენდაციებს.