Himmvac BN LaSota – ცოცხალი ვაქცინა

ცოცხალი მშრალად გაყინული ვაქცინა ჯანმრთელი ფრინველის ასაცრელად.

მოქმედი ნივთირება:

  • ინფექციური ბრონქიტის ვირუსი – შტამი H-120
  • ნიუკასლის დაავადების ვირუსი – შტამი ლასოტა

მწარმოებელი – KBNP inc.

მწარმოებელი ქვეყანა – სამხრეთ კორეა

შეფუთვა – 1000 დოზიანი ფლაკონი

ანოტაციის ჩამოტვირთვა

აღწერა

Himmvac BN LaSota ორვალენტიანი ცოცხალი მშრალად გაყინული ვაქცინაა. 

პროდუქტი წარმოებულია სამხრეთ კორეაში კომპანია KBNP-ს მიერ. ის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე. 

შემადგენლობა:

  • ინფექციური ბრონქიტის ვირუსი – შტამი H-120
  • ნიუკასლის დაავადების ვირუსი – შტამი ლასოტა

გამოიყენება ჯანმრთელი ფრინველის ვაქცინაციისთვის სასმელ წყალში შერევის გზით. 

დოზირება 1000 ფრთა ფრინველზე:

  • 8 კვირამდე ასაკის ფრინველისთვის 1 ფლაკონი იხსნება 20 ლიტრ წყალში.
  • 8 კვირაზე მეტი ასაკის ფრინველისთვის 1 ფლაკონი იხსნება 40 ლიტრ წყალში.

გამოყენების რეკომენდაცია:

ვაქცინაციამდე  2 საათით ადრე ფრინველს სრულად შეუწყვიტეთ სასმელი წყლის მიწოდება. ვაქცინა გახსენით რეკომენდირებული დოზირების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სასმელ წყალთან მისვლა ერთდროულად ფრინველების 2/3-ს შეეძლოს. წყლის სარეკომენდაციო ტემპერატურაა 21 გრადუსი ცელსიუსი. გამოიყენება სუფთა, გრილი წყალი. 

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე და ანოტაციაზე მითითებულ რეკომენდაციებს.