ღორის გრანულირებული გროუერი ევროფიდი

54,00 

  • „ევროფიდი“ ცხოველთა მაღალი კლასის საკვების ხაზია
  • ღორის გროვერი გამოიყენება 30-დან 65კგ-მდე ღორების გამოსაკვებად
  • პროდუქტი ხელმისაწვდომია გრანულირებული ფორმით
  • შეფუთვა – 25 კგ-იანი ტომარა
  • მწარმოებელი – შპს ინტრაკო ნუტრიშენი

 

 

აღწერა

ევროფიდის ბრენდის ქვეშ იწარმოება ინტრაკოს მაღალი კლასის პროდუქცია. წარმოებისას გამოიყენება განსაკუთრებული ხარისხის მქონე ნედლეული.

ღორის მზა საკვები გროვერი გამოიყენება 30-დან 65 კგ-მდე ღორების გამოსაკვებად. პროდუქტი შეიცავს ცხოველისთვის საჭირო ყველა საკვებ ელემენტს. ევროფიდის მზა საკვები დაბალანსებულია იმგვარად, რომ ღორმა თანაბრად განივითაროს როგორც კუნთოვანი მასა, ასევე ცხიმი. შესაბამისად ევროფიდით გამოზრდილი ღორის ხორცი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით.

საკვები მიეცით ნებაზე, განუსაზღვრელი ოდენობით.

მნიშვნელოვანია, რომ საკვებთან ერთად მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მწარმოებელს.