Necon Salmoil Ricetta 2 — ორაგულის ზეთი კრილით ძაღლებისა და კატებისთვის

34,10 ₾

  • დამატებითი საკვები ძაღლებისა და კატებისთვის
  • შეიცავს ორაგულის ზეთს (87%) და კრილს (5%)
  • ომეგა-3-ის ორმაგი წყარო
  • მწარმოებელი – Necon
  • მწარმოებელი ქვეყანა – იტალია
  • 150 მლ შეფუთვა
აღწერა

დამატებითი საკვები ძაღლებისა და კატებისთვის

Salmoil Ricetta 2-ის მთავარი თავისებურება ომეგა-3-ის ორი განსხვავებული წყაროა. ორაგულის ზეთის გარდა, მასში კრილია. კრილის ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს განსაკუთრებული ქიმიური აგებულება აქვს, ამიტომ ორგანიზმი მათ ძალიან კარგად ითვისებს. Salmoil Ricetta 2 გამდიდრებულია ვიტამინი E-თი და მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლებით, რომლებსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. ასევე შეიცავს შერჩეული საფუარის გამომშრალ შტამებს და მოკლეჯაჭვიან ფრუქტოოლიგოსაქარიდებს (FOS).

ყოველდღიური გამოყენებისას Salmoil Ricetta 2:

  • ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას, რადგან მისი ინგრედიენტები პრებიოტიკურად მოქმედებს და იმუნიტეტს არეგულირებს
  • ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს უჯრედულ დონეზე
  • არის ომეგა-3-ის კონცენტრირებული წყარო, რომელიც შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

Salmoil Ricetta 2 რეკომენდებულია BARF დიეტისთვისაც. ცხოველებს ძალიან უყვართ, ამიტომ მას ძაღლისა და კატის საკვების გემოს გასაუმჯობესებლად იყენებენ, განსაკუთრებით ჭირვეული ცხოველებისთვის.

შემადგენლობა

  • ზეთები და ცხიმები (ნორვეგიული ორაგულის ზეთი 87%)
  • მოლუსკები და კიბოსნაირები (კრილი 5%)
  • ფრუქტოოლიგოსაქარიდები 1%
  • საფუარის პროდუქტები 0,8%
  • ჰიდროლიზებული ლიგნოცელულოზიდან მიღებული კონცენტრირებული პოლიფენოლები 0,2%
  • სანელებლების ნარევი (როზმარინი, კურკუმა, მიხაკი) 270 მგ/კგ

ანალიტიკური შემადგენელი ნაწილები

  • ნედლი ცხიმი: 96%
  • ნედლი ცილა: 2,5%
  • ნედლი ბოჭკო: 0,5%
  • ნედლი ნაცარი: 1%
  • ომეგა-3: 13,3%
  • ალფა-ლინოლენის მჟავა: 3,0%
  • EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა): 3,6%
  • DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა): 4,4%

კვებითი დანამატები (1 კგ-ზე)

  • ვიტამინი E: 9 000 მგ/კგ

სენსორული დანამატები

  • მწარე ფორთოხლის ექსტრაქტი: 30 მგ/კგ

ანტიოქსიდანტები

  • მცენარეული ზეთებიდან მიღებული ტოკოფეროლის ექსტრაქტები: 1 გ/კგ
დამატებითი ინფორმაცია
წონა2 კგ