მოულდ ქლინი

მოულდ ქლინი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ცხოველების საკვებში შესარევად. 

ის ხანგრძლივად იცავს საკვებს სოკოთი დაბინძურებისგან. 

მწარმოებელი – Intraco Ltd. N.V. 

მწარმოებელი ქვეყანა – ბელგიის სამეფო. 

შეფუთვა – 25 კგ-იანი ტომარა / 700 გრამიანი ქილა

ანოტაციის ჩამოტვირთვა

საინფორმაციო ბულკეტის ჩამოტვირთვა

აღწერა

მოულდქლინი სოკოს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, რომელიც შედგება ორგანული მჟავებისა და მაღალი სიწმინდის მქონე ეთერზეთებისგან. მისი მოქმედი ნივთიერებები ანტიმიკრობული თვისებების ფართო სპექტრით ხასიათდება.  ის აფერხებს ისეთი აგრესიული სოკოების განვითარებას, როგორებიცაა ფუზარიუმი, ასპერგილუსი, პენიცილიუმი, ზიგომეცეტესი და სხვა. მისი ეფექტი არაა ერთჯერადი, ის შერევიდან ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სოკოსგან დაცვას. მოულდქლინი არა მხოლოდ საკვებს იცავს სოკოსგან, არამედ აგრძელებს მოქმედებას ცხოველთა მომნელებელ სისტემაში და აწესრიგებს მიკროფლორას. მოულდქლინის შემადგენლობაში არსებული ორგანული მჟავები აღწევენ მიკრობების უჯრედებში და ანადგურებენ მათ. ამას გარდა, მოულდქლინს აქვს ცხოველებისთვის სასიამოვნო არომატი, რაც ხელს უწყობს საკვების მიღების მოცულობის ზრდას.

შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი შინაური ცხოველის საკვებში. დეტალური ინსტრუქციისთვის მიმართეთ ინტრაკოს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.