Hi-Aquanet – წყლის სისტემის საწმენდი
Hi-აქვანეტი წყლის სისტემის საწმენდი ეფექტური საშუალებაა.
მისი საშუალებით შეგიძლიათ მოაცილოთ ნებისმიერი ორგანული და არაორგანული ნალექები.
ასევე გამოიყენება წყლის დასარბილებლად და ნალექების წარმოქმნის პრევენციისთვის.
მწარმოებელი – Intraco Ltd. N.V.
მწარმოებელი ქვეყანა – ბელგიის სამეფო
შეფუთვა – 1 ლიტრიანი, 500 გრამიანი, 250 გრამიანი, 100 მლ-ანი და 50 მლ-ანი ბოთლები
საინფორმაციო ბუკლეტის ჩამოტვირთვა
Hi-აქვანეტი დამზადებულია წყალბადის პეროქსიდის ბაზაზე. ის ეფექტური საშუალებაა სასმელი წყლის სისტემაში არსებული ორგანული და არაორგანული ნალექების მოსაცილებლად.
Hi-აქვანეტის რეგულარული გამოყენება დაგიცავთ მილების, საწვეთურების და სასმელი წყლის სისტემის სხვა დეტალების დაზიანებისგან.
პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა როგორც დასამუშავებელი მოწყობილობების, ასევე ცხოველების, ფრინველებისა და ადამიანებისთვის.
სასმელი წყლის გამოყენებისას გამოიყენეთ 2%-იანი წყალხსნარი. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სასმელი წყლის დასარბილებლად და სისტემაში წყლის ნალექების წარმოშობის პრევენციისთვის. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ 1 %-იანი წყალხსნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ინტრაკოს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.