ინტრამოლი – ბუნებრივი დესიკანტი
ინტრამოლი გამოიყენება როგორც ბუნებრივი დესიკანტი ცხოველისა და ფრინველის ფერმებში.
ეფექტურად სპობს მეკვერცხული ქათმის ფერმებში გავრცელებულ წითელ ტკიპას.
ინტრამოლი არატოქსიკურია და სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
მწარმოებელი – Intraco Ltd. N.V.
მწარმოებელი ქვეყანა – ბელგიის სამეფო
შეფუთვა – 25 კგ-იანი ტომარა / 500 გრამიანი ქილა / 250 გრამიანი ქილა / 70 გრამიანი ქილა
საინფორმაციო ბუკლეტის ჩამოტვირთვა
ინტრამოლი წარმოებულია დიატომეური მიწის გამოყენებით. ის შედგება უწვრილესი, ერთგვაროვანი ნაწილაკებისაგან. მისი სტრუქტურიდან გამომდინარე აქვს ტენის შეთვისების განსაკუთრებულად მაღალი უნარი.
ინტრამოლი გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკიპების საწინააღმდეგოდ ქათმისა და ღორის ფერმებში.
განსაკუთრებულად ეფექტურია მეკვერცხული ქათმის ფერმებში გავრცელებული წითელი ტკიპის საწინააღმდეგოდ. ინტრამოლი უნდა მოებნას ფრინველს ტანზე. ასევე იბნევა გალიის იატაკსა და კედლებზე. გამოყენებიდან 48 საათში ფრინველი სრულად თავისუფლდება ტკიპისგან.
არაა ტოქსიკურია. უსაფრთხოა როგორც ფრინველისა და ცხოველისთვის, ასევე ადამიანებისთვის. უსაფრთხოა საკვებში მოხვედრის შემთხვევაშიც კი.
ის სრულიად ინერტული პროდუქტია.