დამუშავებული ცილოვანი წყარო 25% — მინ. 4% ქათმის ცილა, სიმინდი (20%), ხორბალი, მცენარეული ცილოვანი ექსტრაქტები, ლუდის საფუარი, ცხოველური ცხიმები, არომატიზატორები, ვიტამინებისა და მინერალების დანამატები.
კატის საკვები ProStar ქათმით- Prostar Adult Cat Food Chicken
90,00 ₾
- სრულფასოვანი მშრალი საკვები ზრდასრული კატებისთვის.
- ქათმის ხორცით
- 26% ცილა და 14% ცხიმი – ენერგიისა და ოპტიმალური წონის შესანარჩუნებლად.
- ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავები და თუთია – ჯანსაღი კანისა და მბზინვარე ბეწვისთვის
- შეფუთვა – 15 კგ-იანი ტომარა.
კატეგორია: კატის საკვები, ProStar, მშრალი კვება
ნიშნული: კატის საკვები, მშრალი კვება
აღწერა
კატის საკვები ProStar ქათმით განკუთვნილია ზრდასრული კატებისთვის. ამ ასაკიდან კატების ქცევა და კვებითი საჭიროებები იცვლება, ამიტომ აუცილებელია ისეთი დაბალანსებული რაციონი, რომელიც მხარს უჭერს აქტიურობას და ამცირებს შინაური ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ რისკებს.
PROSTAR შექმნილია ფორმულით, რომელიც სრულად პასუხობს ზრდასრული კატის საჭიროებებს. მაღალი ხარისხის ინგრედიენტებზე დაფუძნებული რაციონი უზრუნველყოფს ხანგრძლივ ჯანმრთელობას და ენერგიას. ხარისხიანი პროტეინი ხელს უწყობს ოპტიმალური წონის შენარჩუნებას და ენერგიის მიწოდებას ყოველდღიური აქტივობისთვის.
გრანულების სპეციალური ტექსტურა ხელს უწყობს კბილების წმენდას ნადებისგან. აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 და ომეგა 6 და თუთია უზრუნველყოფს ჯანსაღ და მბზინვარე ბეწვს.
პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებსა და ქიმიურ კონსერვანტებს. მაღალი ხარისხის ქათმის ხორცი წარმოადგენს ცილის წყაროს და უზრუნველყოფს შესანიშნავ გემოს.
ენერგეტიკული ღირებულება:
⦁ 26% ნედლი ცილა;
⦁ 9% ნედლი ნაცარი;
⦁ 14%ნედლი ცხიმები;
⦁ 3% ნედლი ბოჭკოები;
⦁ 8% ტენიანობა.
ვიტამინები (1 კგ)
ვიტამინი A – 12 500 IU
ვიტამინი D – 1 000 IU
ვიტამინი C – 120 მგ
ვიტამინი E – 180 მგ
ტაურინი – 1 000 მგ
მინერალური ნივთიერებები
კალციუმი – 2%
ფოსფორი – 1%
ნატრიუმი – 0,5%
ომეგა 3 – 0,2 მგ/კგ
ომეგა 6 – 0,4 მგ/კგ
შემადგენლობა:
გამოყენების ინტრუქცია:
საკვების მოხმარების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ცხოველის წონის, ასაკის, ჯიშის,
ფიზიკური აქტივობისა და/ან სპეციალური საჭიროების მიხედვით, გაეცანით რეკომენდირებულ
კვებით სახელმძღვანელოს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს კატას სჭირდება რამდენიმე დღე, იმისათვის
რომ მიეჩვიოს ახალ საკვებს, რეკომენდირებულია საკვების ცვლილება ეტაპობრივად, მუდამ
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ახალი და სუფთა სასმელი წყალი. პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ
ადგილას, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
მსგავსი პროდუქტები
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
Prostar Jelly Adult Cat Food with Salmon – კატის საკვები ორაგულით
3,00 ₾ – 36,00 ₾Price range: 3,00 ₾ through 36,00 ₾
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
