წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს შპს „ინტრაკო ნუტრიშენის“, საიდენტიფიკაციო კოდი: 436039519 (შემდგომში – „კომპანია“) მიერ შემოთავაზებული პროდუქტების ნაყიდობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

წინამდებარე პირობებზე გაცნობითა და თანხმობის ღილაკის დაჭერით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, იმ წესებსა და პირობებზე რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში და რომელიც დაარეგულირებს თქვენს მიერ კომპანიის პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენი პროდუქტის შეძენამდე გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ წინამდებარე პირობებს.

წინამდებარე დოკუმენტი (წესები და პირობები) არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, კომპანიასა და მომხმარებელს შორის. კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და კომპანიის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, პროდუქციის დაბრუნების პირობებს, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების წესებს და ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

  1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  1. მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია.
    1. მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
    1. მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
    1. პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
    1. რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
    1. ანგარიში – მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია. მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და კომპანია. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

  • რეგისტრაცია
    • კომპანიის ვებგვერდზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
  • სახელი
  • მისამართი
  • ელექტრონული ფოსტა
  • სისტემაში შესასვლელი პაროლი
    • მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
    • მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
  • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
  • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  • არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კომპანიის გამართულ ფუნქციონირებას;
  • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და კომპანიის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
  • მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა (წესები და პირობები)
    • მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და კალათაში მოთავსების შემდგომ, საჭირო იქნება იმ მისამართის მითითება სადაც მომხმარებელს სურს რომ შენაძენი მიიღოს. თუ მომხმარებელს სურს რომ თავად წაიღოს პროდუქცია კომპანიის საწყობიდან, მომხმარებელმა ამის შესახებ უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა ვებ-გვერდზე.კომპანიის ვებგვერდზე პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
    • შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობებში, რომელიც განთავსებულია ამ ვებგვერდზე.
  • შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
    • მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს კომპანია ან მის მიერ დაქირავებული ქვე-კონტრაქტორი მესამე პირი.
    • კომპანია საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს დაქირავებულ მესამე პირს რომელმაც უნდა გასწიოს საკურიერო მომსახურება.
    • კომპანია მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. კომპანიის პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.
  • მომსახურების მიღების წესები და პირობები
    • შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდიდან საღამოს 21:30 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება იმავე დღეს, ხოლო 21:30 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება, – მეორე დღეს.რეგიონებში, კომპანიის ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 – 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 – 10 სამუშაო დღეში.
    • საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა.
  • ანგარიშსწორების წესები და პირობები
    • ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.კომპანიას არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
    • ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
  • პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის წესები და პირობები
    • თუ კომპანია მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს კომპანიას.
  • პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    • კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
    • მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
    • კომპანია პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
    • კომპანია იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
    • კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
    • კომპანია სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
    • კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
  • შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
    • ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანია მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
    • მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, კომპანიის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს კომპანიის კანონით დაცულ ინტერესებს.
  1. საავტორო უფლებები (წესები და პირობები)
    1. ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის კომპანიას.კომპანიის სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, კომპანიის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს კომპანიის სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს კომპანიის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიისათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს კომპანიის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
    1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს ამის შესახებ.
  1. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
    1. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
    1. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
  1. სხვა წესები და პირობები
    1. კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს კომპანის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
    1. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

კომპანია იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, კომპანია მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

.