კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კომპანიის ვებგვერდზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად კომპანია მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც კომპანიას საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას კომპანიას გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს კომპანიის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კომპანიის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

  1. ტერმინთა განმარტება
    1. პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
    1. მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
    1. მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
    1. მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
    1. მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
    1. პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
    1. კომპანიის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, კომპანიას მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლები – კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
  • მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • კომპანიის ვებგვერდზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • კომპანის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • კომპანიის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
  • მომხმარებლის უფლებები
    • მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება კომპანიის მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
    • მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ კომპანიისთვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
  • მომხმარებლის მოვალეობები – კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
  • ქოლ-ცენტრი
    • კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.
  • კომპანიის ვებგვერდის გამოყენების პირობები – კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
    • მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
  • არასრულწლოვანი პირი – კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, კომპანია უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
  • მომხმარებლის მონაცემების გაზიარება
  • პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
    • მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
    • მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიას შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
    • კომპანია უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
    • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
    • მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა კომპანიისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, კომპანია შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
    • მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს კომპანიას შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
  1. ლოგ ფაილები და cookies
    1. კომპანია სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, კომპანია იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
  2. IP მისამართი
  3. მოწყობილობის ტიპი
  4. ბრაუზერი
  5. ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
  6. რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი კომპანიის ვებგვერდზე
  7. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა
    1. ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს. ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
  8. კომპანიამ გააანალიზოს ტრენდები
  9. კომპანიამ მართოს ვებგვერდი
  10. კომპანიამ აწარმოოს სტატისტიკა
  11. კომპანიამ თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
  12. ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად
  13. რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად
    1. ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.
    1. Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
    1. კომპანია ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
    1. როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
    1. როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
    1. როდესაც მომხმარებელი იყენებს კომპანიის ვებგვერდს და ჩატს
    1. ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
    1. მობილურის ნომერი
    1. ელექტრონული ფოსტა
    1. მისამართი
    1. სახელი და გვარი
    1. ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

  1. კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
    1. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
    1. მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანია ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა. .

სხვა პირობები

  1. კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს კომპანიის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, კომპანია მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
  1. შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.