სისხლის ფხვნილი, ჰემოგლობინი
ინტრაკოს სისხლის ფხვნილი დამზადებულია მხოლოდ სისხლის წითელი ნაწილაკების გამოყენებით.
პროდუქტი აბსოლუტურად სტერილურია და არაა დაბინძურებული ტოქსინებით.
ფხვნილის ნაწილაკები ერთგვაროვანია; არ მტვერდება და არ ქვავდება.
პროტეინის შემცველობა – მინიმუმ 90%.
მწარმოებელი – Intraco Ltd. N.V.
მწარმოებელი ქვაყანა – ბელგიის სამეფო
შეფუთვა – 25 კგ-იანი ტომარა და 600 გრ ქილა
ანოტაციის ჩამოტვირთვა
მისი წარმოშობისა და წარმოების სწორი პროცესის გამო ჰემოგლობინის ფხვნილი კარგად მონელებადი პროდუქტია; შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ცხოველის გამოსაკვებად ნებისმიერ ასაკში. ის გამოირჩევა ამინო მჟავების განსაკუთრებით მდიდარი შემადგენლობით, რითაც გამოირჩევა სხვა პროტეინის წყაროებისგან. მზა საკვებში ჰემოგლობინის ფხვნილის მაქსიმალური შემცველობა სხვადასხვა ცხოველის მიხედვით განსხვავებულია – ფრინველისთვის 3-4%, ღორისთვის – 4-5%, წყლის ცხოვლებისთვის – 4%, საქონლისთვის – 5%.
მნიშვნელოვანია, რომ ინტრაკოს მიერ წარმოებული სისხლის ფხვნილი დამზადებულია მხოლოდ სისხლის წითელი ნაწილაკების გამოყენებით, რაც განაპირობებს პროტეინის მაღალ კონცენტრაციას. პროტეინის შემცველობა აჭარბებს 90%-ს.
სხვა ცხოველური წარმოშობის მაღალ პროტეინიანი პროდუქტებისაგან განსხვავებით ინტრაკოს სისხლის ფხვნილი აბსოლუტურად სტერილური პროდუქტია. მას საკმაოდ ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს.
პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ინტრაკოს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში – ინტრაკო ნუტრიშენს.