შარდოვანა არის არორგანური ნაერთი, რომელიც მოიპოვება ბუნებაში. იგი იწარმოება ნატურალური გაზისა და ჰაერში არსებული აზოტის სინთეზისგან. ცხოველთა კვებისთვის ცილა წარმოადგენს მნიშველოვან კომპონენტს. საკვები ხარისხის შარდოვანა ხელს უწყობს ცილების ათვისებას არაპროტეინული აზოტის ნაერთის მიერ ფაშვში წარმოქმნილი ამიაკის საშუალებით.
აღნიშნული პროდუქტით კვება დასაშვებია მხოლოდ ფუნქციური ფაშვის მქონე მცოხვნელებისთვის. კვების რაციონში პროდუქტის რაოდენობის ზრდა უნდა მოხდეს თანდათან და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მდიდარი, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების მქონე და მცირე რაოდენობის ხსნადი აზოტის შემცველ რაციონთან.