ყვითელი კაროფილი

ყვითელი კაროფილი გამოიყენება ფრინველის საკვებში კანისა და კვერცხის გულის გასაყვითლებლად.

შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტენოიდებს – ძლიერ მოქმედ პიგმენტს.

მწარმოებელი – DSM Nutritional Products

მწარმოებელი ქვეყანა – იტალია

შეფუთვა – 20 კგ-იანი ტომარა / 700 გრამიანი, 400 გრამიანი და 120 გრამიანი ქილა

ანოტაციის ჩამოტვირთვა

აღწერა

ყვითელი კაროფილი გამოიყენება როგორც დანამატი ფრინველთა საკვებში. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტენოიდებს, რაც ხელს უწყობს ქათმის სხეულის პიგმენტაციას. ნისკარტი, ფეხები და კანი იღებს სასურველ მუქ მოყვითალო ფერს. შედეგად პროდუქტი ხდება მომხმარებლისთვის მიმზიდველი.

მეკვერცხული ქათმის საკვებში გამოყენების შემთხვევაში კაროფილი მოქმედებს კვერცხის გულის შეფერილობაზე. ის ხდება მუქი მოყვითალო ფერის, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროდუქტის რეალიზაციისას. კვერცხის გული იძენს საოცრად ჯანსაღ იერს.

ყვითელ კაროფილში შემავალი კაროტენოიდები გამოირჩევა მაღალი სიწმინდით, შესაბამისად ფრინველისთვის მისი ათვისება ძალიან მარტივია. ის ადვილად გადადის ორგანიზმში და წარმოქმნის შესაბამის პიგმენტს. სხეული და კვერცხის გული იღებს ბუნებრივ ფერს.

განსაკუთრებით ეფექტურია წითელ კაროფილთან კომბინაციისას.