ინდაურის მზა საკვები სტარტერი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კომპონენტებით. მისი კვებითი ღირებულება სრულად შეესაბამება ინდაურის მოთხოვნილებებს. ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების სწორი ბალანსი უზრუნველყოფს ინდაურის ჯანმრთელობას და მაღალ წონანამატს. მისი წარმოებისას გათვალისწინებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებიც; აქედან გამომდინარე შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტენოიდებს, რაც გარანტირებულად იძლევა ფრინველის კანის უზადო ყვითელ ფერს.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ინდაურს სრულად მიაწოდეთ იმდენი საკვები რამდენის მიღებასაც შეძლებს. ამასთან აუცილებელია მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს სუფთა წყალი.