ბროილერის მზა საკვები ფინიში დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კომპონენტებით. მისი კვებითი ღირებულება სრულად შეესაბამება ბროილერის მოთხოვნილებებს. ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების სწორი ბალანსი უზრუნველყოფს ქათმის ჯანმრთელობას და მაღალ წონანამატს. მისი წარმოებისას გათვალისწინებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებიც; აქედან გამომდინარე შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტენოიდებს, რაც გარანტირებულად იძლევა ქათმის კანის უზადო ყვითელ ფერს.
ფინიშის გამოყენება რეკომენდირებულია 25-40 დღემდე ასაკის ქათმისთვის.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ქათამს სრულად მიაწოდეთ იმდენი საკვები რამდენის მიღებასაც შეძლებს. ამასთან აუცილებელია მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს სუფთა წყალი.