სიახლეები

Marseille-ის ბრენდის ძაღლის საკვები ბაზარზე

ინტრაკომ დაიწყო უმაღლესი ხარისხის ძაღლისა და კატის საკვების იმპორტი საფრანგეთიდან. პროდუქცია გაიყიდება Marseille-ს ბრენდის ქვეშ.
პირველ ეტაპზე ბაზარზე გამოჩნდება საკვები, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი და წონითი ჯგუფების მიხედვით იქნება რანჟირებული.
უახლოეს მომავალში კი ასორტიმენტს დაემატება სპეციალურად კონკრეტული ჯიშებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის საკვები.
მარსელის მიღება ცხოველს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო ყველა საკვები ელემენტით. მისი გამოყენებიდან რამდენიმე დღეში აშკარად უმჯობესდება ბეწვის ხარისხი.
ბალანსდება მომნელებელი სისტემა და ზოგადად ცხოველი ხდება უფრო აქტიური.
მნიშვნელოვანია, რომ მარსელის საკვები გაიყიდება ექსკლუზიური შეფუთვით, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ნაცვლად ცელოფნის ტომრისა, პროდუქცია
მოთავსებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის ყუთში, რაც აიოლებს მისი გახსნის შემდეგ შენახვას და მოხმარებას.