სიახლეები

ინტრაკოს ეწვივნენ კორეული კომპანიის KBNP-ის წარმომამდგენლები

ინტრაკოს ეწვია სამხრეთ კორეული ვაქცინებისა და ვეტ პრეპარატების მწარმოებელი კომპანიის KBNP-ის ზედა რგოლის მენეჯერები.
KBNP წამყვანი კომპანიაა ვეტერინარული პროდუქციის წარმოებაში. მათ ლაბორატორიაში იქმნება ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ვირუსების ახალი შტამების საწინააღმდეგოდ.
კომპანია ექსკლუზიურად აწარმოებს ნიუკასლის დაავადების VII გენოტიპისა და ინფექციური ბრონქიტის Qx შტამის ვაქცინას. აღნიშნული პროდუქტები სერიოზული იარაღი იქნება ქართველი მეფრინველეების ხელში.
ნიუკასლის დაავადების VII გენოტიპი ფარავს აქამდე ცნობილ ყველა შტამს. მისი გამოყენებით პრაქტიკულად სრულად იხსნება ნიუკასლის დაავადების პრობლემა.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება და ინტრაკო ნუტრიშენს მიენიჭა KBNP-ის პროდუქტების ექსკლუზიური გაყიდვის უფლება.