სიახლეები

ინტრაკო ნუტრიშენი გახდა Intraco-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

შპს ინტრაკო ნუტრიშენი ოფიციალურად გახდა ბელგიური ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიის Intraco-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივი ვალდებულებების აღებას.
ბელგიური მხარე სრულად იღებს პასუხისმგებლობას, კომპანია მოამარაგოს ნებისმიერი ტიპის ცხოველისა და ფრინველის უმაღლესი ხარისხის პრემიქსებით, კონცენტრატებითა და საკვები დანამატებით.
ქართულ მხარეს უფლება ეძლევა ინტრაკოს ბრენდით აწარმოოს საკვები საქართველოში და იღებს ვალდებულებას გაითვალისწინოს Intraco-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები და სტანდარტები.
Intraco-ს პროდუქციის გამოჩენა ჩვენს ბაზარზე წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული მეცხოველეობის განვითარებისთვის. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ევროპული ხარისხის
საკვები, რაც ფერმერის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.