მისამართი

გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი

ტელ.: (032) 2 501 503

email: info@intraco.ge

ხშირად დასმული შეკითხვები

ინტრაკოს პროდუქცია იწარმოება ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში.

ჩვენს ასორტიმენტში არსებული ყველა პრემიქსი, ამინომჟა და ნებისმიერი სხვა საკვები დანამატი დამზადებულია ბელგიაში Intraco Ltd. N.V.-ს მიერ.

შპს ინტრაკო ნუტრიშენი საქართველოში ამზადებს კონცენტრატებსა და მზა საკვებს. ვინაიდან, ბელგიურ მხარესთან აღებული გვაქვს ხარისხის კონტროლის ვალდებულება – ნედლეულის ხარისხი, რეცეპტები და წარმოების მეთოდები მუდმივად კონტროლდება შესაბამისი დამკვირვებლის მიერ.

ინტრაკოს მთავარი საწყობი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ თელეთში.

კომპანიის საკუთრებაში არსებული მაღაზია ასევე მდებარეობს მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში.

ინტრაკოს ჰყავს დილერები თითქმის ყველა რაიონში. ზუსტი მისამართების მისაღებად დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით.

აქტიურ რეჟიმში მუშაობს ჩვენი სადისტრიბუციო სერვისიც. შეკვეთის შემთხვევაში პროდუქციას მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

ინტრაკოს ასორტიმენტში 150-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტია. შესაბამისად არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მომხმარებლის წარმოების მასშტაბი, ჯიშური სპეციფიკაცია, საკვების შერევის ხელმისაწვდომი ფორმები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და ჩვენი კვების ტექნოლოგი შეგირჩევთ თქვენთვის იდეალურად მორგებულ პროდუქტებს. 

ინტრაკოს ადგილზე მიტანის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

დაგვიკავშირდით და პროდუქციას მოგართმევთ თქვენ მიერ მითითებულ ადგილას.

შპს ინტრაკო ნუტრიშენი 2020 წელს გახდა სამხრეთ კორეული კომპანიის KBNP-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

KBNP ვაქცინებისა და ვეტპრეპარატების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.

ვინაიდან ცხოველთა ვირუსები მუდმივ მუტაციას განიცდიან საჭირო ხდება ახალი შტამების დროული გამოვლენა და მათი შესაბამისი ვაქცინების შექმნა.

KBNP ორიენტირებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში გავრცელებულ დაავადებებზე. საქართველოში არსებული ვირუსის შტამები სწორედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვრცელდება (ირანი, თურქეთი და ა.შ.). შესაბამისად კორეული ვაქცინები 100%-ით ერგება ჩვენს რეალობას.

KBNP-ის მიერ აღმოჩენილი შტამების თვალსაჩინო მაგალითებია ნიუკასლის დაავადების VII გენოტიპი და ინფექციური ბრონქიტის Qx შტამი.

ევროპული კომპანიები როგორც წესი აქცენტს აკეთებენ ევროპაში გავრცელებულ შტამებზე, შესაბამისად ქართულ რეალობაში მათი ეფექტი მცირეა.

მოგვწერეთ