შპს ინტრაკო ნუტრიშენის დამფუძნებელი გუნდი დაკომპლექტებულია მეცხოველეობის ბიზნესში 25 წლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ადამიანებით. კომპანია 2014 წელს გახდა ბელგიური საკვებ მწარმოებლის – ინტრაკოს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ამ მომენტიდან კომპანია გადავიდა მუშაობის ახალ ეტაპზე. დაინერგა ევროპული ტიპის თანამედროვე მიდგომები. თითოეული პროდუქტი იწარმოება ბელგიელი კვების ტექნოლოგის მეთვალყურეობით. ჩვენი ამოსავალი წერტილია ხარისხი და მომხმარებლის კეთილდღეობა.
2014
კომპანია გახდა ინტრაკოს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
2015
ამოქმედდა დისტრიბუციის სერვისი ქვეყნის მასშტაბით.
2016
დავიწყეთ თანამშრომლობა Poultec-თან. Poultec ბელგიური კომპანიაა აწარმოებს უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობას ფერმერული მეურნეობებისთვის.
2017
ინტრაკო ნუტრიშენი გახდა ესპანური წამყვანი ვეტერინარული მედიკამენტების მწარმოებლის Karizoo-ს წარმომადგენელი საქართველოში.
2018
დაინერგა გრანულირებული საკვების წარმოების ახალი მიმართულება.
2019
დავიწყეთ ძაღლისა და კატის პრემიუმ ხარისხის საკვების იმპორტი საფრანგეთიდან.
2020
მოვიპოვეთ სამხრეთ კორეული გიგანტის KBNP-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი.